Thursday, December 10, 2009

სასკოლო თვითმმართველობის გაზეთი ,,მეოთხე"



პროექტის სახელი: სასკოლო თვითმმართველობის გაზეთი ,,მეოთხე

პროექტის მოკლე აღწერილობა: სასკოლო თვითმმართველობის ყოველთვიური ორგანოს გამოსაცემად მომზადება,გამოშვება და გავრცელება.

პროექტის სრული აღწერა: დიდი ხანია არსებობდა იდეა,გვქონოდა საკუთარი გაზეთი,რომელშიც აისახებოდა ჩვენი სკოლის ცხოვრება,მიღწევები,დაიბეჭდებოდა მოსწავლეთა შემოქმედება,მათთვის საინტერესო სტატიები.ამისათვის მოსწავლეთა თვითმმართველობის კრებაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი,რომელმაც თითოეული კლასის მოსწავლეებში გაავრცელა ინფორმაცია და თანამშრომლობა შესთავაზა.

პროექტზე მუშაობა შემდეგ ეტაპებად წარიმართა:

1.სამუშაო ჯგუფის შექმნა.

2.გაზეთის მიმართულების განსაზღვრა და თემატიკის შერჩევა.

3.მასალების მოძიება.

4.მოძიებული მასალების ანალიზი.

5.საგაზეთო სტატიების შექმნა და სტილისტურად გამართვა.

6.მასალის კომპიუტერზე აკრეფა და გაფორმება.

7.გაზეთის ამობეჭდვა და აკინძვა.

8.გაზეთის პრეზენტაცია.

9.გაზეთისგავრცელება ქალაქის სკოლებში,ფართო საზოგადოებაში 10.,,მეოთხესელექტრონული ვერსიის შექმნა.

მონაწილეთა ასაკი: 13-18 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: ყოველთვიურად.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

1.შესწავლილ ნაწარმოებებზე გამოხმაურების,რეცენზიის დაწერა.

2.ჯგუფური გამოკვლევების ჩატარება და საინფორმაციო მოხსენების დაწერა.

3.ისტორიული მასალის დამუშავება საგაზეთო სტატიის სახით.

4.ლექსების,ჩანახატების,ესეების შექმნა.

5.მცირე ზომის ნაწარმოებების თარგმნა რუსული და ინგლისური ენებიდან..

მოსალოდნელი შედეგები,რაც შეიძლება შეიქმნას:

§ მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვების,კვლევის,ანალიზის უნარი.

o დაინტერესდებიანჟურნალისტიკით. დაიხვეწება მათი წერის კულტურა.

o გაიზრდება სასკოლო გაზეთთან თანამშრომლობის მოტივაცია.

o გაჩნდება ჟურნალისტთა კლუბის ჩამოყალიბების იდეა.

o დამყარდება ურთიერთთანამშრომლობა ადგილობრივ პრესასთან.

o საინტერესო რესპოდენტებთან ურთიერთობა დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა სულიერ განვითარებაზე.

o სკოლის ცხოვრება და მოსწავლეთა შემოქმედება ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისთვის.

სარგებელი სხვებისთვის: გაზეთი დააინტერესებს სხვა სკოლების მოსწავლეებსაც.მათაც გაუჩნდებათ საკუთარი ბეჭვდითი ორგანოს გამოცემის მოტივაცია. გაზეთის რესპოდენტები გახდებიან მშობლები,მასწავლებლები,ღვაწლმოსილი ადამიანები, რაც გაზრდის მათ ინტერესს moswavleTa naSromis mimarT.გაიზრდება თაობათა შორის თანამშრომლობა.დაინტერესებული საზოგადოება მეტ ინფორმაციას მიიღებს სკოლის ცხოვრების შესახებ.

სამუშაო ენა:ქართული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა,ისტორია,რუსული ენა,ინგლისური ენა. მოზარდისთვის წერითი კულტურის გამომუშავება. სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი. აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება. ტექსტებთან შემოქმედებითი დამოკიდებულების გამომუშავება. მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება. ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება. პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება.ლექსიკონის საშუალებით სხვადასხვა ტიპის ტექსტების თარგმნა უცხოურიდან ქართულ ენაზე და პირიქით.

პროექტის ფასილიტატორი: ინგა ქენქაძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: iqenqadze@gmail.com

პროექტის ვებგვერდი: http;//iqenqadze.blogspot.com


ჩემი პორტფოლიო
ქართველთა მონასტერი ათონზე.გიორგი მთაწმინდელი ,,ცხოვრება იოანესი და ექვთიმესი“.

Followers

ჩემ შესახებ

კასპის №4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი